国家 | Georgia |
---|---|
成立时间 | |
总部 | ვახტანგ გორგასლის ქ. 24ა, თბილისი, საქართველო 0114, GE |
电话号码 | |
网站 | http://www.smartlogic.gov.ge |
http://www.linkedin.com/company/smart-logic-gov-ge | |
员工数 | 19 |
行业 | computer & network security, |
简介 | მიზნები და ფუნქციები: - სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; - ერთიანი სახელმწიფო „ქლაუდ სისტემის" დანერგვა და მისი მონიტორინგი; ისეთი სახელმწიფო სტრუქტურების დახმარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რომელთა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განუვითარებელი ან ნაკლებად განვითარებულია; - ქვეყნის მასშტაბით ისეთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ხარჯების ეფექტურ შემცირებას; - კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და მათი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა და განვითარება; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული უზრუნველყოფა, მისი დამუშავების ხელშეწყობა, გავრცელება და დაცვა, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება- სრულყოფის ხელშეწყობა და დაცვა; - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მომსახურების მიმღები დაწესებულებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათი ვებგვერდების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; - მომსახურების მიმღები დაწესებულებების ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება, მონიტორინგი, ურთიერთკავშირის და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; |